ლადო აფხაზავა, რომელიც მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა, ტოქ შოუ "ფოკუსში" სულისშემძვრელ ისტორიას hყვება თავის ოჯახზე:
"დედა როცა წავიდა, ჩვენი ოჯახის საქმეც ცუადად წავიდა. ამიტომ ქალები არიან ის ადამიანები, რომლებიც ოჯახს ამაგრებენ. დედა ძალიან ახალგაზრდა, 50 წლის გარდაიცვალა. ქიმიოთერაპიას ვუკეთებდით. როცა გარდაიცვალა, ერთი თმის ღერი ვნახე მის ბალიშზე და ის თმა შევინახე. ისე მოხდა, რომ 3-4 წლის შემდეგ გავხსენი და თმა ჭაღარა იყო. გამიკვირდა… ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ეს წუთები.
დედა როცა ცოტა კარგად იყო, ერთი ფურუსულა დარგო და მთელ ეზოს მოედო. არც ვამუშავებ მიწას, რომ რომელიმე არ დავაზიანო. განსაკუთრებით მაშინ ყვავიან, როცა 3 მარტი მოდის…
ვერ ვიაზრებდი, რომ დედა უნდა გარდაცვლილიყო. მაშინ 17-18 წლის ვიყავი. მე დედას ვპატრონობდი. ბოლო წუთამდე მის გვერდით ვიყავი. ბოლოს ერთნაირად დავიწყეთ სუნთქვა. მან ცოტა შეანელა სუნთქვა და როცა შეანელა, მეც შევანელე. ბოლოს ხელი ჩამჭიდა და ვერ დავაცილეთ ხელები…
დედას და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამამ ვერ გაძლო და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე იმავე ოთახში, სადაც დედა გარდაიცვალა…"