სასკოლო ექსკურსიების მოწყობა რთულდება - ახალი რეგულაციები 2020 წლიდან ამოქმდდება

სასკოლო ექსკურსიების მოწყობა რთულდება - ახალი რეგულაციები 2020 წლიდან ამოქმდდება

ბავშვების უფლებათა კოდექსში, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ჩაიწერება.

მუხლი, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვების უფლებების დაცვას არეგულირებს, რვა პუნქტისგან შედგება.

კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში, სკოლა, როგორც ექსკურსიის ორგანიზატორი ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს ღონისძიების დეტალები – კონტიგენტის, ექსკურსიის ადგილისა და დროის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი, მაგალითად, მაშინ, როდესაც ექსკურსიისას რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება იქნება გამოყენებული, შესაძლებელი გახდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით კოლონა საპატრულო პოლიციამაც გააცილოს.

კანონით იქნება განსაზღვრული, რომ ბავშვთა ექსკურსიას თან ახლდეს სკოლის ექიმი ან პირი, რომელიც გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური, ან მშობელი. თუმცა იმ სკოლებს, რომლებსაც არც ექიმი ჰყავთ და არც მანდატური, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ, დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიმართონ.

სკოლას არ ექნება უფლება საექსკურსიო ტრანსპორტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაიქირავოს. ასევე, კლასის ხელმძღვანელი ვალდებული იქნება მოითხოვოს მძღოლის პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რეკომენდაციებისა და მართვის მოწმობის სახით და ასევე ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კანონის ამოქმედების ვადად 2020 წელის ივნისია განსაზღვრული.