ანრი ოხანაშვილი თეა წულუკიანის მინისტრობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებს

ანრი ოხანაშვილი თეა წულუკიანის მინისტრობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში განახლება მოსალოდნელია, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებებით. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებიდან შესაძლო გათავისუფლებას ოხანაშვილი არ ადასტურებს.

"გუნდში განახლება მოსალოდნელია და ეს შეიძლება მოხდეს, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებებით, როგორც ეს ანონსდება. პარტიული განვითარება აქტუალურია და დღის წესრიგში დგას“, - აცხადებს ოხანაშვილი. დეპუტატი ირაკლი ღარიბაშვილის როლზეც ამახვილებს ყურადღებას. "ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკური მდივანი, ძალიან საინტერესო ფუნქციებით არის აღჭურვილი. მას შეუძლია და აქვს ამის რესურსი, რომ პარტიული განვითარებისთვის იმუშაოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან წაადგება პარტიის განვითარებას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს.