“კვირიკაშვილის პრემიერობის დროს პოლიტსაბჭო არ იკრიბებოდა”

“კვირიკაშვილის პრემიერობის დროს პოლიტსაბჭო არ იკრიბებოდა”

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და პრემიერი იყო, პოლიტსაბჭო პრაქტიკულად არ იკრიბებობდა.

"გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, რომელიც ასევე პარტიის თავმჯდომარედაც იყო არჩეული, პარტიული მუშაობა კი არა, პოლიტსაბჭოს მუშაობაც არ ხორციელდებოდა. ეს არ იყო მარტო გიორგი კვირიკაშვილის ბრალი. პარტია და მისი აპარატი პირდაპირ გიორგი კვირიკაშვილისგან არ კონტროლდებოდა. აპარატს აკონტროლებდა ის ხალხი, ვინც აკონტროლებს დღესაც. და ეს არის პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ყველაზე მეტი გავლენა ჰქონდა პარტიის აპარატზე. "ბევრი ცვლილებაც იყო აპარატში. ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, ბევრი გაუშვეს, ზოგიერთი დაუმსახურებლადაც კი. ეს ყველაფერი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდს უბრალოდ დაემთხვა თუ მისი ბრალეულობა იყო ამაში, ეს არ ვიცი და შესაბამისად, ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ის, რომ პარტიული მშენებლობა არ მიმდინარეობდა, ეს არის ცალსახა", - განაცხადა კვაჭანტირაძე "ტვ პირველის" ეთერში.

შეგახსენებთ, ზვიად კვაჭანტირაძემ, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, "ქართული ოცნება" დატოვა.