ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ხოფერია ყურადღებას ამახვილებს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე რომელიც მისი თქმით შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ მუქარის წერილს უკავშირდება.
“გამიგია:
- ჩარლი ჩაპლინის წერილი ჯერალდინას
- წერილი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი
- ჰარი ბრაუნის წერილი შვილს
- ალენ დელონის წერილი რომი შნაიდერს
მაგრამ… გახარიას წერილი მამუკა ხაზარაძეს კაცოოო?!
გიყიდი, გიყიდი ფაჩუჩებს…”-წერს ხათუნა ხოფერია.