ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალური ქსელის საშუალებით პრემიერ მამუკა ბახტაძის ინიციატივას განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ეხმაურება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.
“მადლობა მამუკა ბახტაძეს! სულ რომ აღარაფერი გააკეთოს ამ ახალგაზრდამ, ის ამ გადაწყვეტილებით დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში! განათლება – ჩვენი ისტორიული მოცემულობაა! ჩვენი თავისუფლებაა! მე, როგორც 6 შვილიშვილის ბებია, განათლებაში ვხედავ მათ გადარჩენას და ბედნიერ მომავალს! ისე, კაცმა რომ თქვას, ასეთ ისტორიულ გადაწყვეტილებებს საერთო, სახალხო ზეიმით უნდა ავღნიშნავდეთ!”- წერს ხათუნა ხოფერია.