რას ამბობენ

რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" თეა წულუკიანის შესაძლო წასვლაზე?

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომის შესახებ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, მას ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ჩვენ გუნდში მის მიმართ არ არის პრეტენზიები, რომელიც ასეთ ჭორების გავრცელების საფუძველი იქნებოდა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე ასევე ამბობს, რომ გუნდში ცვლილებები აუცილებლად იქნება. მისი თქმით, ცვლილებები შეეხება როგორც პარტიულ სტრუქტურებს, ასევე აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას.

იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა "პირველი რადიო" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ წულუკიანი პოტს მომავალ კვირაში დატოვებს.