"ევროპული საქართველოს" წევრ დავით ნაფეტვარიძეზე თავდასხმა განხორციელდა. მას ერთი პირი იპოდრომთან თავს დაესხა.
"ვაკიდან მეუღლესთან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა და იპოდრომთან ერთი პირი თავს დაესხა, რის შედეგადაც თავი აქვს გატეხილი და ხელი მოტეხილი", - უთხრეს "პრაიმტაიმს" "ევროპული საქართველოს" პრესსამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.