"კრიზისი მიდის თვისი ლოგიკური დასარულისკენ, მივედით ფინიშთან, რაც ხელისუფლების ცვლას ნიშნავს და ამას ღარიბაშვილის შემოყვანა ვერ უშველის" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
"ეს ტაქტიკა არ არის, ტაქტიკა არის ის, როცა ახალი პერსონა შემოდის, ახალი იდეით შემოდის. ღარიბაშვილმა კი პირველივე ინტერვიუში თქვა, რომ იდეალური ქვეყანა და იდეალური მთავრობა არ არსებობს და ამას შეეგუეთო. ანუ პირველივე დღესვე უფრო მეტი ნავთი დაასხა, ისედაც აგუგუნებულ ცეცხლს. ასე მგონია, რომ ივანიშვილი მოქმედებს თვითგანადგურების ინსტინქტით და თავისი მთავრობის წევრებსაც ასამარებს.
კრიზისი მიდის თავისი ლოგიკური დასასრულისკენ, რაც ამ ხელისუფლების ცვლას ნიშნავს, რადგან ამ გუნდს არა აქვთ რესურსი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს უპასუხოს - უმუშევრობა, ინვესტიციების მოზიდვა, პოლიტიკური პროცესების მართვა, პუტინთან მოლაპარაკება და ა.შ. ღარიბაშვილის შემოყვანის საქმე კი ისეა, ლანჩხუთის გურიას დაავალო ბრაზილიის ნაკრებს მოუგეო.
რაც შეეხება თითბის ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, პრობლემა ნამდვილად არ არის ხაზარაძე ვის ესიმპატიურება და ვის არა, ვინ დაიჯერებს და ვინ არა ამ სკანდალური წერილის ამბავს, ვის გაატანა ხაზარაძემ წერილი, ჭუტა წერეთელს თუ სხვას. მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში კანონი არ არის. 2012 წლიდან ვამბობთ "თავისუფალი საქართველო", რომ კანონს უნდა განესაზღვრა, რა შემთხვევაში გადაისინჯებოდა ხანდაზმული საქმეები და მართლმსაჯულება შერჩევითი კი არა, ყველასთვის ერთნაირი ყოფილიყო, მაგრამ რეჟიმი წავიდა სხვა გზით."
გახსოვთ, ივანიშვილი რომ ამბობდა, თვითონ დაალაგეთ და მორიგდითო. ეს არ იყო კრიმინალის წახალისება? სად წასულიყვნენ ეს ბიზნესმენები, კანონი არ იყო და ვისთან გაერჩიათ საქმე, ქურდებთან? ამდენი საქმე ჯაბას და ტარიელ ონიანს არ გაურჩევია. სადმე, რომელიმე ქვეყანაში გინახავთ, ბანკებს შორის დავა ქურდებს გადაეწვყიტოთ? ან სახლში დაიბარონ ორი მსხვილი ბანკირი და სამმა კერძო პირმა გაარჩიოს მათი დავა? ეს ბიზნესის დალაგება კი არა, "რაზბორკაა". ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი ინფორმაცია მაქვს, როგორ ექცევიან ბიზნესმენებს. თვითონ ამბობენ, მიშას შენახვა მართალია უფრო ძვირი გვიჯდებოდა, მაგრამ სარგებელესაც ვნახულობდითო. ჯერ ბორკილები არავისთვის დაუდვიათ, მაგრამ არც ფულის გაკეთების საშუალებას აძლევენ და ამიტომაც ამ ხლისუფლების დროს არც ერთი ბიზნესი წინ არ წასულა."