ღარიბაშვილი რომ გადადგა, მომწერეს და გამახმოვანებინეს, რომ ის პარტიიდანაც წავიდა

ღარიბაშვილი რომ გადადგა, მომწერეს და გამახმოვანებინეს, რომ ის პარტიიდანაც წავიდა

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მას მოკლეტექსტური შეტყობინებით გაახმოვანებინეს ცნობა იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილმა "ქართული ოცნება" და პოლიტიკაც დატოვა:

"მე პირდად ვიყავი შოკირებული, რადგან იყო ღონისძიება თბილისის საკრებულოს შენობაში, რომელიც ირაკლიმ წარმართა და საღამოს გააკეთა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მას ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ უნდა წავიდეს და ის წავიდა.

როდესაც ირაკლი გადადგა და წავიდა, მე, როგორც უმრავლესობის ლიდერს, გაგეცინებათ, მესიჯებზე დაყრდნობით გამახმოვანებინეს ამბავი, რომ ირაკლი არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრობიდან წავიდა, არამედ ის საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან, პარტიიდან და ყველაფრიდან წავიდა. მე გავაკეთე მაშინ ეს განცხადება", - თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემაში "პირველები"

კითხვაზე თუ ვინ მისწერა აღნიშნული შეტყობინება, კვაჭანტირაძე ამბობს, რომ არ იცის.

 

dima ეს კაცი იყო ყველაზე კორუმპირებული კონსული,თურქეთში ჩვენი საელჩოს იასტორიაში! ძაღლი როგორ გყავს კვაჭი,ისე მაგრად გგავს!)))
6 წლის უკან