ამერიკელებს ევროპის 22 ქვეყანაში გასამგზავრებლად ვიზა დასჭირდებათ

ამერიკელებს ევროპის 22 ქვეყანაში გასამგზავრებლად ვიზა დასჭირდებათ

2021 წლის პირველი იანვრიდან, ამერიკის ყველა მოქალაქე ვიზის მისაღებად ევროპაში სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში უნდა დარეგისტრირდეს.

Thisisinsider-ის ცნობით, ვიზა ამერიკის ყველა მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, ეწვიოს 22 ქვეყანას შენგენის ზონაში, მათ შორის იტალიას, გერმანიას და საფრანგეთს. ეს არ ეხება დიდი ბრიტანეთს.

ამერიკელები მრავალჯერადი ვიზის გამოყენებას სამი წლის განმავლობაში შეძლებენ. ევროკომისიის ინფორმაციით, ვიზის შემოღება საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის მოტივით გახდა საჭირო.