აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალაბამაში ვიზიტისას, სტიქიით დაზარალებულებს ბიბლია აჩუქა.
გაზეთ The Hill-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტი ალაბამის მაცხოვრებლებს ბაპტისტურ ტაძარში შეხვდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ტრამპმა მათ ბიბლიასა და კეპებზე ავტოგრაფი უსახსოვრა.
ერთ-ერთმა მოხალისემ კი უამბო ჟურნალისტებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ბიბლიაზე ავტოგრაფის დატოვების შესახებ, შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.