ისრაელი-პალესტინის საზღვართან 44 ადამიანი დაშავდა

ისრაელი-პალესტინის საზღვართან 44 ადამიანი დაშავდა

ისრაელისა და პალესტინის საზღვარზე მორიგ არეულობას მსხვერპლი მოჰყვა იუწყება cbc.ca

ისრაელელმა მესაზღვრეებმა პალესტინელი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 44 ადამიანი.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს სასწრაფო დახმარების ექიმებმაც.

ე.წ. „დიდი დაბრუნების მარში“ პალესტინელებმა 2018 წლის 30 მარტს გაზაფხულზე დაიწყეს და მას შემდეგ აქციებს საზღვარზე პერმანენტულად მართავენ.

აქტივისტები მიტინგის დროს სასაზღვრო ბარიერის გარღვევას ცდილობენ, რაც მსხვერპლით დასრულდა.