რუსული შეიარაღების შესყიდვა და განლაგება - ოფიციალური ვაშნგტონი თურქეთს აღნიშნულის გამო აფრთხილებს და მოსალოდნელ სერიოზულ შედეგებზე საუბრობს.
პენტაგონში განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ანკარამ C-400 ტიპის რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემების შესყიდვა დაადასტურა და მათი განლაგების თარიღი დააანონსა.
არსებული ინფორმაციით. თურქეთის ტერიტორიაზე C-400-ების განლაგება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.
ვაშინგტონსში კი ამბობენ, რომ აღნიშნულის გამო ანკარას შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობის სფეროში შეზღუდვები დაუწესდება. თურქეთი ვეღარ შეიძენს ამერიკულ მოიერიშეებს და პეტრიოტის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემებს.