ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და აშშ-ის პრეზიდენტის უშედეგო შეხვედრის შემდეგ, რომელიც ვიეტნამში შედგა, ახალი ინფორმაცია ვრცელდება. BBC-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტის შესაძლო გაშვებისთვის ემზადება.
სატელიტურ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ფხენიანთან ახლოს არსებულ ობიექტზე რაკეტის ან სატელიტის გაშვებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩრდილოეთ კორეის აქტივობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა. მისი თქმით, მას იმედი გაუცრუვდება, თუ აღმოჩნდება, რომ ობიექტებზე არსებული სამუშაოები სარაკეტო ცდების განახლებისთვის არის განკუთვნილი.