ტრამპის შტაბის ყოფილ უფროსს ფინანსური მაქინაციების გამო პატიმრობა მიუსაჯეს

ტრამპის შტაბის ყოფილ უფროსს ფინანსური მაქინაციების გამო პატიმრობა მიუსაჯეს

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს 3 წლითა და 11 თვით პატიმრობა მიესაჯა. ვერდიქტი ვირჯინიის სასამართლომ გამოიტანა. განაჩენი არ ეხება ე. წ. „რუსულ საქმეს“, რომელსაც რობერტ მიულერის კომისია იძიებს.

ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმწღვანელი მსაჯულებმა 5 პუნქტში სცნეს დანმაშავედ, მათ შორის ყალბი საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენა, საბანკო მაქინაციები და უცხო ქვეყენაში საბანკო ანგარიშების დაფარვაა. 13 მარტს მანაფორტის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო მოსმენა გაიმართება, მოწმეებმზე ზეწოლისა და უკანონო ლობირების ბრალდების საქმეში მას 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.