ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის უხუცესი წევრი რალფ ჰოლი 95 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
ამერიკელი კონგრესმენი თავის სახლში ტეხასში გარდაიცვალა. როგორც ოჯახში ამბობენ, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ ჰქონდა და ბოლომდე აქტიურად მუშაობდა.
რალფ ჰოლი აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის წევრი 34 წლის განმავლობაში იყო.