ვენესუელის დიდი ნაწილი საათების განმავლობაში უშუქოდ დარჩა. ლაპარაკია 23-დან 10 შტატზე. მათ შორის არის დედაქალაქი კარაკასიც.
პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობა ოპოზიციას საბოტაჟში ადანაშაულებს. ბრალდებებს უარყოფს აშშ. მაიკ პომპეო Twitter-ზე წერს. რომ ქვეყნის უშუქოდ დარჩენა არა რომელიმე ქვეყნის, არამედ თავად ვენესუელის არაკომპეტენტურობის ბრალია.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.