გაერო ფრანგი "ყვითელი ჟილეტების" დაცვით გამოდის. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის მიშელ ბაჩელეტი საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავს, რომ ჩატარდეს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი ყველა იმ დარღვევისა, რომელიც ძალის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტებს ეხება.
კომისრის განცხადებით, მაბიფესტანტები გამოსვლების საშუალებით თავის ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს იცავენ, ისევე როგორც სახელმწიფოს საქმეებში მონაწილეობის უფლებას.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განაგრძოს ფოიალოგი, მათ შორის ეროვნული დებატების ფარგლებში, რომელიც ახლაც მიმდინარეობს მოვუწოდებთ, ჩაატრონ გამოძიება ძალის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტების თაობაზე."