კიბერშეტევებმა საარჩევნო პროცესი შესაძლოა საეჭვო ღონისძიებებად გადააქციოს, რითიც დასავლეთის დემოკრატიებში საერთოდ ააფეთქოს, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი.
"ეს არყევს ნდობას თავად დემოკრატიული პროცესისადმი. ყველაზე მძიმე შედეგი - არჩვენების საეჭვო ღონისძიებად გადაქცევა იქნება, რამაც თავის მხრივ არჩეული ხელისუფლების დელეგიტიმაცია შეიძლება გამოიწვიოს. დიქტატორული რეჟიმები, როგორც წესი დემოკრატიული ქვეყნების აქილევსის ქუსლად არჩევნებს თვლიან, არადა მათ ახლა გაცილებით მძლავრი იარაღი აქვთ ძირგამომთხრელი საქმიანობისათვის," - აცხადებს მინისტრი.
მინისტრს პირდაპირ არ დაუსახელებია,თუ რომელ ქვეყნებს გულისხმობს დიქტატორული რეჟიმებში.