ფოლგაში შემწვარი ორაგული

ფოლგაში შემწვარი ორაგული

მომზადების დრო: 50 წუთი


ულუფა: 4


ინგრედიენტები


ლიმონი - 1/2


ორაგული - 600 გ


მარილი და პილპილი


მომზადების წესები


თევზი დავჭრათ ულუფებად.


ფორმაში ჩავაფინოთ ფოლგა და დავალაგოთ თევზი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ნახევარი ლიმონის წვენი.


გადმოვაფაროთ ფოლგის მეორე ნახევარი და მჭიდროდ შევუკეცოთ გვერდები. დავტოვოთ 20, შემდეგ კი 20-30 წუთით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ.


გარნირად მოვუმზადოთ ბოსტნეულის სალათა და პიურე.