როგორც Wall Street Journal კორპორაცია Microsoft-ის ანგარიშზე დაყრდნობით განმარტავს, ირანელი ჰაკერების ჯგუფმა 200-ზე მეტ კომპანიაზე კიბერთავდასხმა განახორციელა.
6 მარტს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ბოლო ორ წელიწადში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების ობიექტები ძირითადად ნავთობმომპოვებელი კომპანიები, ავტოკონცერნები, ასევე გერმანიის, საუდის არაბეთის, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთისა და აშშ-ის საერთაშორისო კომპანიები გახდნენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორი წლის განმავლობაში ირანელი ჰაკერების თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალი ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.
კომპანია Microsoft-ის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმების უკან კიბერდამნაშავეების ჯგუფი Holmium-ი დგას, რომელსაც ირანის ხელისუფლებასთან აქვს კავშირი.