რუსეთის სახელმწიფო დუმაში ხელისუფლების მიმართ ინტერნეტში ღია უპატივცემულობის შემცველი პოსტის გამოქვეყნება კანონით დაისჯება. კანონპროექტს ხმა 327-მა დეპუტატმა მისცა, წინააღდეგ 40 იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
დღეიდან „როსკომნადზორი“ ვებგვერდების მფლობელებს ასეთი ინფორმაციის წაშლის ბრძანებით მიმართავს. თუ ეს არ შესრულდება 24 საათის განმავლობაში, ვებგვერდი მთლიანად დაიბლოკება.
მთავრობის უპატივცემულობის გამომხატველი პოსტები გაუთანაბრდება წვრილმან ხულიგნობას. პირველ ასეთ პუბლიკაციისთვის მომხმარებელი 30-100 ათასი რუბლით დაჯარიმდება, მეორესთვის 200 ათასი რუბლით ან 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდება.