შოტლანდიაში ბომბის აღმოჩენის გამო რამდენიმე შენობიდან ევაკუაცია განხორციელდაშოტლანდია, გლაზგო.

შოტლანდიაში ბომბის აღმოჩენის გამო რამდენიმე შენობიდან ევაკუაცია განხორციელდაშოტლანდია, გლაზგო.

გლაზგოს უნივერსიტეტსა და შოტლანდიის სამეფო ბანკში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს. საეჭვო პაკეტების აღმოჩენის შემდეგ შენობებიდან ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ტერიტორია შეამოწმეს. სკოტლენდ იარდის წარმომადგენლების ცნობით, მოგვიანებით ბომბი გამნაღმველებმა გააუვნებელჰყვეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება ახლა იმის დადგენას ცდილობს, არის თუ არა კავშირში ეს შემთხვევები მანამდე მომხდარ ინციდენტთან. კერძოდ, 5 მარტს, პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰითროუს აეროპორტსა და ვატერლოოს რკინიგზის სადგურზეც აღმოაჩინა.