თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „S-400″-ის შესაძენად შეთანხმება უკვე გაფორმებულია.
„უკან დასახევი გზა არ არსებობს. ეს იქნებოდა არაეთიკური, თუ ჩვენ შეთანხმებას ვაფორმებთ დავიცავთ კიდეც მას“, – აცხადებს პრეზიდენტი.
ერდოღანის განმარტებით, ქვეყანა სარაკეტო სისტემის პირველ პარტიას უკვე ივლისის თვეში მიიღებს. თურქეთის ლიდერი ასევე არ გამორიცხავს რუსეთთან „S-500“-ის შესაძენად შეთანხმების გაფორმებასაც.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ამერიკული სისტემების განთავსებაზე ექსპრეზიდენტ ბარაქ ობამასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, შემდეგ კი მოლაპარაკებები დონალდ ტრამპთან გაგრძელდა, თუმცა თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, ანკარისთვის მიუღებელია ამერიკული მხარის პოზიცია.