ვენესუელა გერმანიის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი აძლევს. ოფიციალური კარაკასი თვლის, რომ ევროპული ქვეყნის დიპლომატი მათ საშინაო საქმეში ჩაერია.
BBC-ის ინფორმაციით დენიელ კრინერი იმ დიპლომატთა შორის იყო, ვინც ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს აეროპორტში დახვდა.
გერმანია, რომელმაც ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად აღიარა, მიიჩნევს რომ მსგავსი გადაწყვეტილება მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.