ტრამპი მის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ გამოძიებას გამოეხმაურა

ტრამპი მის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ გამოძიებას გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისევ ოპონენტებს აკრიტიკებს. თეთრი სახლის ლიდერი დემოკრატების მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა. ამის შესახებ USA Today წერს.

დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის გამოძიებას "დანაშაულის მაძებარი დიდი, სათევზაო ექსპედიცია" უწოდა. განცხადება გააკეთა თეთრი სახლის პრესმდივანმაც. სარა სანდერსის თქმით, დემოკრატების მიზანი ამერიკის სოციალისტურ სახელმწიფოდ გადაქცევა და პრეზიდენტის შევიწროებაა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დემოკრატი კონგრესმენები ახალ გამოძიებას იწყებენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კორუფციაში, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. კონგრესის ახალი გამოძიება, ძირითადად, 2016 წლის მოვლენებს ეხება. მათ, ვისაც დემოკრატებმა დოკუმენტების გაცემის თხოვნით მიმართეს, რეაგირებისთვის 2 კვირა აქვთ.