ნიკოლას მადურო ამბობს, რომ იმ "გაგიჟებულ უმცირესობას" დაამარცხებს, რომელთაც მისი დამხობა სურთ. ამის შესახებ BBC წერს.
მადურომ მხარდამჭერებს 9 მარტს ანტიიმპერიალისტური მარშის გამართვისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ოპონენტების შესახებ ასე საჯაროდ ჩავესის გარდაცვალების 6 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ილაპარაკა.
23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.