სოსო მანჯავიძე:   რაღაც უცნაური წერილოფრენია დაგვემართ

სოსო მანჯავიძე: რაღაც უცნაური წერილოფრენია დაგვემართ

ჯერ იყო და- მამალაძის წერილის საიდუმლოების ამოხსნით ვიყავით დაკავებული მთელი თვე.

ახლა ახალი საიდუმლოება გვტანჯავს-არსებობს თუ არა გახარიას უსტარი მიწერილი ხაზარაძესა თანა.

როგორც გაირკვა,უსტარი ესე რისხვისა გახარიასი ხაზარაძისა თანა მიწერილი არ არსებობს..

ან როგორ მისწერდა,არ ჩანს გახარია ის კაცი,თავის დასაკლავ დანას თვითონ რომ ალესავს.

მე ის მიკვირს,რამ ათქმევინა ხაზარაძეს ასეთი სულელური ტყუილი,ნუთუ შედეგები ვერ დათვალა?

საქართველოს ნომერ პირველი ბანკირია და, წესით,რისკების თვლა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს.

თუ არსებობდა ეს წერილი,წაეკითხა პარლამენტისთვის და ხალხისთვის,ამაზე მეტი ტრიბუნა რაღა უნდოდა?

მაგრამ აქ მეც ვაჭარბებ, წესის და ლოგიკის მოლოდინი ჩვენს სინამდვილეში დიდი გულუბრყვილობაა, რბილად რომ ვთქვათ.