ირაკლი ღარიბაშვილი: ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა რაღაც მდგომარეობა, შეიძლება ვიღაცამ გადააჭარბა. ეს ყველაფერი ხდება

ირაკლი ღარიბაშვილი: ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა რაღაც მდგომარეობა, შეიძლება ვიღაცამ გადააჭარბა. ეს ყველაფერი ხდება

როდესაც კითხვები დაისვა ნათესავებთან დაკავშირებით, მაშინ საფუძველი იყო. ქართველები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენი ნათესავები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ. ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა რაღაც მდგომარეობა, შეიძლება ვიღაცამ გადააჭარბა. ეს ყველაფერი ხდება და ამაზე ღიად უსაუბრია ბიძინა ივანიშვილსაც და ყველას. ზოგადად, ეს არ არის უცხო თემა, ნაცნობი თემაა, რომ ადამიანის ბუნებიდან გამომიდინარე, ცდილობენ რამენაირად „იხეირონ“, ასე ვთქვათ. არ ვიცი ვინ რა იხეირა, მაგრამ გეტყვით რომ რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან. ეს ჩემი პირადულია, რაც იყო მაშინ მე თვითონ გავასწორე ყველაფერი. გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო, თუმცა დროში არ ემთხვევა ჩემი წასვლა და ეს ყველაფერი. მანამდე იყო, ერთი წლით ადრე - ეს ხმაური და კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი წამოსვლა ერთი წლის თავზე მოხდა“.

კ ო მ ბ ლ ე ===============
ეხლა ეს დაიწყებს ანგელოზი ვარო!
ფრთები ამომდის მაგრამ, ჩვენმა საზოგადოებამ ვერ დაინახაო!
ესაო! ისაო!
თქვენი დიდი ხათრიცა მაქვს, მაგრამ ბიძინაოოოოოოო...
ვაი, ვაი, ვაი და შენი ცოდვა იმის კისერსა, ვინც შენ მეორედ მოგაბრუნა პარტიაში, ან შენი აშენებული გვანახე, ან დანგრეული მაგრამ, შენნაირი ერთგული მწევარიც არ მეგულება საქართველოში, ეს იცის ხიხომ და არცევანი ისევ შენზე გააკეთა, თითქოს და შენ გვყავდე მეორე აღმაშენებელი, ან ბრწყინვალე, ერთი ხეპრე გაუთლელი კახელი ხარ, თან უცოდინარი, მაგრამ ძაღლივით ერთგული. აი ესაა შენი დამსხურება ხალხისა და ზებრას წინაშე,
ისე, პინგვინის ხსოვნისა ბოლომდე უნდა დაგელია და ფიციც მის საფლავზე უნდა დაგედო, გულზე მუშტის ბრაგუნით...
6 წლის უკან