სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ბუხაიძის N36-ში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ მისამართზე, სადაც ცხრა ოჯახი ცხოვრობს, სახლის დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვლება. სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად განხორციელდება.

„თებერვალში ძლიერი ქარის შედეგად, ხუთ მისამართზე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, ორ მისამართზე კი, კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა. სტიქიის დროს, გამგეობის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. დაზიანებული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად, სრულად აღდგება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ.