"კაცმა არ იცის, ივანიშვილი ვის ჩააჩოჩებს... მას ნამდვილად მოენატრა ღარიბაშვილი"

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს და ამბობს, რომ ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო.

"ღარიბაშილი ივანიშვილის ფავორიტი იყო და არის. ის თანამდებობიდან მას შემდეგ მოხსნეს, როდესაც მოსკოვში გაუბრაზდნენ. მაშინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა დაემყარებინა. ამ დროს, თბილისში ღარიბაშვილმა ევროკავშიორთან უვიზო მიმოსვლასა და ნატოზე ილაპარაკა, ამ დროს სიტყვა არ დასცდენია რუსეთზე.

მეორე დღეს, როდესაც სამსახურში მივიდა, მის მაგიდაზე უკვე გათავისუფლების შესახებ ტექსტი დახვდა, რომელიც საჯაროდ წაიკითხა და თითქოს თავისი სურვილით წავიდა" - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა „2020NEWS"-თან.

მისივე თქმით, არავინ იცის, რას მოიმოქომედებს ივანიშვილი ღარიბაშილის დაბრუნების შემდეგ.

"კაცმა არ იცის, ბიძინა ივანიშვილი ვის ჩააჩოჩებს. ერთი კი ვიცი, რომ მას ნამდვილად მოენატრა ღარიბაშვილი, რომელიც ნამდვილად ივანიშვილის ყველაზე ერთგული პირი გახლდათ", - დასძიენს ცისკარიშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა.

გამი გვაჩვენოს პოლიტოლოგის დიპლომი, ამ "ინტელაქტუალმა კაგებეშნიკმა"
6 წლის უკან