„ღარიბაშვილის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ ნეობოლშევიკები - ეს ახალგაზრდა ბიჭები მიდიან, რომლებიც პოლიტკოსებად ვერ გაიზარდნენ“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, რომელიც „ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
„მე მგონი, რომ სწორი ნაბიჯებია გადაგმული, თუმცა დაგვიანებით, რადგან „ოცნებას“ არაფერი ეშველება, ჩამოშლილია, სახლი კი როცა ჩამოიშლება, ევაკუაცია იწყება.
„რაც შეეხება თავად ირაკლი ღარიბაშვილს, მე მასთან მუშაობა მომიწია და იგი კარგად ხედავდა ჩემს პოზიციებს, შეიძლება რაღაც საკითხებში განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა, თუმცა იგი ყოველთვის მიქმნიდა მოედანს სასაუბროდ. დღე არ გავიდოდა, რომ ჩვენ კონფლიქტებზე არ გვესაუბრა, რასაც ვერ ვიტყვი კვირიკაშვილის პრემიერეობაზე.
„მე ვთლი, რომ იგი არის პატიოსანი პოლიტიკოსი, აქვს პოლიტიკური ყნოსვა და გახსნილია.
„როცა საუბარი იყო ახალი ძალის შექმნასთან დაკავშირებით, რომ „ოცნების“ წიაღშივე შეიძლება შეიქმნას, ვგულისხმობდი, რომ ეს იქნებოდა ერთი კალაძე, მას ჰყავს თავისი გუნდი, თავის საქმეს აკეთებს და საზოგადოებაშიც აქვს მხარდაჭერა. მეორე იქნებოდა ღარიბაშვილი. თუმცა, შეიძლება, რომ კალაძე-ღარიბაშვილის ერთობამ გადარჩინოს კიდეც „ოცნება“.
„ისე, ღარიბაშვილის მოსვლით, ნეობოლშევკები, ანუ ეს ახალგაზრდა ბიჭები მიდიან, რომლებიც პოლიტიკოსებად ვერ გაიზადნენ. მე ასე ვკითხულობ ირაკლი ღარიბაშვილის „ოცნებში“ დაბრუნებას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.