ირაკლი ღარიბაშვილს ყოველთვის ჰქონდა რეიტინგი პოლიტიკაში და აქვს მხარდაჭერა დღესაც

ირაკლი ღარიბაშვილს ყოველთვის ჰქონდა რეიტინგი პოლიტიკაში და აქვს მხარდაჭერა დღესაც

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მმართველ პარტიაში დაბრუნება შეაფასა. როგორც თალაკვაძემ თქვა, ირაკლი ღარიბაშვილი არის ახალგაზრდა, გამოცდილი კადრი, რომელიც თავიდანვე იყო ჩართული პარტიის საქმიანობაში და ის საუკეთესოდ შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

“ირაკლი ღარიბაშვილს ყოველთვის ჰქონდა რეიტინგი პოლიტიკაში და აქვს მხარდაჭერა დღესაც, შესაბამისად რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ემსახურება პარტიის პოზიციების გაძლიერებას და ემსახურება იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერების კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია მოხდეს.

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე, რომ ის უკვე შეუდგება საქმიანობას პარტიაში, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი პარტიის პოზიციები კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.