“არ მოგეწონებათ გახარია, რადგან არ იძლევა შეკვეთებს „ტრუპებზე”…

“არ მოგეწონებათ გახარია, რადგან არ იძლევა შეკვეთებს „ტრუპებზე”…

თქვენ არ მოგეწონებათ გახარია, რადგან ის არ კლავს სასაფლაოზე ახალგაზრდებს და არ იძლევა შეკვეთებს „ტრუპებზე“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა კარლო კოპალიანმა„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას პარლამენტში გამოსვლას, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი კრიმინალია.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, გახარია არა მხოლოდ ოდიოზურ ფიგურად იქცა, ის ამხილეს ძალიან კონკრეტულ და სერიოზულ დანაშაულში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს უმრავლესობის დეპუტატმა ასე უპასუხა: „თქვენ არ მოგეწონებათ გახარია, რადგან არ კლავს სასაფლაოზე ახალგაზრდებს, არ ცხრილავს ქუჩაში ახალგაზრდებს, გახარია არ იძლევა შეკვეთებს „ტრუპებზე“ და არ მალავს მაღაზიის თავებზე მოკლულებს“, – მიმართა კოპალიანმა ბოკუჩავას.