მკვდარი სულების დაბრუნება ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ყოფნას ვერ გაუხანგრძლივებს, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების კომენტირებისას.
“ეს გამოჩნდა გუშინ. ჩანს ყოველდღიურად, როცა ყველა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა არის შესული ჩიხში. ვხედავთ, რომ არანაირი გამოსავალი ივანიშვილს არ აქვს. მკვდარი სულების გაცოცხლება - ასე დავარქმევდი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და მკვდარი სულების გაცოცხლება ვერავის გაუხანგრძლივებს პოლიტიკურ სიცოცხლეს. ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა თავის ვადა და მისმა პოლიტიკურმა პროექტმაც "ქართული ოცნების“ სახით,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი გახდა.