ყველაზე საშიში ქიზიყური კლანი ბრუნდება

ყველაზე საშიში ქიზიყური კლანი ბრუნდება

ივანიშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სხვა გზა აღარ დარჩა და ღარიბაშვილი დააბრუნა,- ასე აფასებს „ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ მდივნად დაბრუნებას. როგორც „2020NEWS“-სთან საუბრისას შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ღარიბაშვილი  პასუხისგებაშია მისაცემი,  რაც მას და მის კლანს ქვეყნისთვის აქვს გაკეთებული.

„ეს არის ყველაზე საშიში, ღარიბაშვილ- თამაზაშვილ -ჯანყარაშვილის, ქიზიყური კლანი. რომლის ხელისუფლებაში მობრუნებასაც ივანიშვილი ცდილობს. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილის საქმე  წასულია. ‘“-აცხადებს ნათელაშვილი.

მისივე  თქმით, ივანიშვილმა ღარიბაშვილის დაბრუნებით რუსეთისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

„ღარიბაშვილ -ჯანყარაშვილ -თამაზაშვილი კლანი რუსეთისთვისაც მისაღები კლანია, ასე რომ,  ვლადიმერ პუტინს ღარიბაშვილის დაბრუნებას ვულოცავ“, -განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა.