ბესელია კვაჭანტირაძეს კომპრომანტით აშანტაჟებს

ბესელია კვაჭანტირაძეს კომპრომანტით აშანტაჟებს

„ბესელიამ კვაჭანტირაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობა ფირზე აღბეჭდა, რამაც ეს უკანასკნელი მართვად მარიონეტად აქცია“ წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე .

„მიშა & თალგამი”  ,- ამ სათაურით გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი „ოცნების“ დაშლის პროცესს ანალიზს უკეთებს . მისი აზრით,  „ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილი მიხვდა, რომ თალგამის ამოძირკვას ვერც მარტო თვითონ და ვერც მხოლოდ მელიას და გვარამიას დახმარებით ვერ შეძლებდა. ამიტომ,გადაწყვიტა,  ეს პირველი რგოლები უნდა დაკომპლექტდნენ 'უქოცესი' 'ქოცებით', რომლებიც ყველაზე ახლოს მიდიან თალგამთან. ამ რგოლების მოძებნაც არ გაუჭირდა მიშას. სასამართლოში საქმის მოგვარების სანაცვლოდ, ქრთამის აღების ფაქტზე გაკეთებული სავარაუდო ჩანაწერით ,მან ჯერ ეკა ბესელია გადააბა გვარამიაზე. ქალბატონმა ეკამ მიიღო დავალება, რომ ბოლომდე დარჩენილიყო და შიგნიდან დაენგრია „ქოცნება“. ასე დაიწყო ჯაჭვმა დაგრძელება.

სააკაშვილი-გვარამია-ბესელია-ფოფხაძე-გოგიჩაიშვილი... და უცებ, მოწმენდილ ცაზე ზვიად კვაჭანტირაძეც ჩაება. „ გია აბაშიძე კვაჭანტირაძეს მძიმეწონიან პოლიტიკოსს უწოდებს და მის წასვლას უმრავლესობიდან  „მეხის გავარდნას“ ადარებს, თუმცა პოლიტიკოსის გადაწყვეტილებას „ ახსნას“ უძებნის, - „ ქალბატონმა ბესელიამ მოახერხა და ზვიად კვაჭანტირაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობა ფირზე აღბეჭდა, რამაც კვაჭანტირაძე ბესელიას ხელში მართვად მარიონეტად აქცია. „  წერს აბაშიძე.

სანდო წყაროზე დაყრდნობით, ექსპერტი აბაშიძე ირწმუნება, რომ „ მიშას ჯაჭვი თანდათან გრძელდება. მას ემატებიან პოეტები, ქალაქელი აშუღები, ბანკირები, აქედან ანტანტის ელჩობა, იქიდან ‘იმპერსკი’ ‘სტატს-სეკრეტარი’“  , წერს გია აბაშიძე.

შეგახსენებთ, ექსპერტი გია აბაშიძე პირველი იყო, ვინც ეკა ბესელიას „ნაღმზე აფეთქება“ იწინასწარმეტყველა. წლის დასაწყისში, ექსპერტი ,სანდო წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ ბესელიას უმრავლესობიდან გარიცხავდნენ.