ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შსს-ს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიაკიძის დაბრუნებასაც ურჩევს.
“გახარია შარშია და ბარემ ჭიკაიძეც დააბრუნეთ ბ-ნო ბიძინა….მეთქი, რამ უნდა გამოიყვანოს ბატონი ბიძინა ამ კრიზისიდან და ჰა ... ცხენით იარა. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დააბრუნა,”- წერს სოციალურ ქსელში ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა.