ღარიბაშილი ივანიშვილის ტროას ცხენი იქნება

ღარიბაშილი ივანიშვილის ტროას ცხენი იქნება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას აფასებს. როგორც ბესელიამ „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა, მმართველ გუნდს სისტემური ცვლილება დასჭირდება და  მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ამას არ ეყოფა.

„მმართველ პარტიას სისტემური ცვლილება დასჭირდება . კობახიძე და მისი გუნდი დამანგრეველი ფუნქციის შემსრულებელი იყო პარტიაში.ახლა  ტროას ცხენის როლი შეასრულეს და გვინდა ეს ცვლილებები. ირაკლი ღარიბაშილს  წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა.