პოპკორნით ხელში მშვიდად ვუყურებ ქართული ოცნების აგონიის ბოლო წუთებს!

პოპკორნით ხელში მშვიდად ვუყურებ ქართული ოცნების აგონიის ბოლო წუთებს!

„ქრონიკა +“ ის რედაქტორი ელისო კილაძე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ქართულ პოლიტიკაში ინტრიგების გაძლიერებას და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებებს ელოდება.

„რატომ მარტო ირაკლი ღარიბაშვილი? ბ-ნო ბიძინა, დააბრუნეთ ზვიად ჯანყარაშვილი, თამაზ თამაზაშვილი, ბალასტი, კორკოტა, სანდრო ბრეგაძე ,ნუნუკა და ოჯახის სხვა წევრებიც. აწი ნახეთ, თქვენ პირადი ფირები, ინტრიგები და ფოფხაძის სიბინძურეები. ჯღარკავას პიარს ებარებოდეთ. პოპკორნით ხელში მშვიდად ვუყურებ „ქართული ოცნების“ აგონიის ბოლო წუთებს“! წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა.