ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც შეძლებს „ქართულ ოცბნებაში“ მიმდინარე პროცესები გადაარჩინოს, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
„2020NEWS“-თან საუბარში ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ აღარავინ დარჩა, ვის მიმართაც ხალხს პოზიტიური განწყობა ექნება.
„თუ „ქართულ ოცნებაში“ ვერ ხვდებიან, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებით ვერაფერს შეცვლიან, მაშინ იმაზე ცუდად ჰქონიათ საქმე, ვიდრე მე მგონია და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ“, -აცხადებს ხუხაშვილი.
კითხვაზე, საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად , მოახერხებს თუ არა ღარიბაშვილი სიტუაციის გადარჩენას, ექსპერტი პასუხობს, რომ პარტიაში ამას უკვე ვეღარავინ შეძლებს.
„ერთადერთი გიორგი გახარიას მიმართ იყვნენ პოზიტიურად განწყობილი და გუშინ რა გააკეთეს? ხაზარაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ხალხი მის მიმართაც უარყოფითად განეწყო“, განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა.