„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომას ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. სხდომის ამსახველ ვიდეო-მასალას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული კადრებით დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკასა და "ქართულ ოცნებაში" ბრუნდება.
"კურიერის" წყაროს ინფორმაციით, ღარიბაშვილი პარტიაში მაღალ თანამდებობა დაიკავებს. მისი დაბრუნდება პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.
წყარო "კურიერს" უყვება,რომ ღარიბაშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ პარტიაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო მიიღო.
ივანიშვილმა პარტიის წევრებს უთხრა,რომ ღარიბაშვილი ერთადერთია, რომელიც პარტიაში მიმდინარე კრიზისის მოგვარებას შეძლებს.