"მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას"

საპარლამენტო უმრავლესობაში არ ადასტურებენ, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით კონსულტაციები გაიმართა, თუმცა მმართველ გუნდში ასეთ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

"მივესლამები ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას", - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდეს და მან პარტიაში პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავოს.