საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ბიძგების სიძლიერემ ოთხი მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი ქობულეთიდან სამ კილომეტრში, სოფელ ალამბართან 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ბიძგები შეგრძნებადი იყო მოსახლეობისთვის. ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.