დემოკრატიული მოძრაობის წევრი გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია “ობიექტივი”-ს ეთერში გამოეხმაურა ინტერნეტში, მის შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას.
"ვიღაცას დაუწერია, გრეჩიხამ ფული გაუყოო, რა ვქნა, იღადავეთ ჩემ გარეგნობაზე და ვერცხლისმოყვარეობაზე, უფალმა ხომ იცის რაც არის? და თქვენ ვინ ხართ, ვინც ამას აკეთებთ. სახელით და გვარებით ვიცი ვინც ამას აკეთებთ და მოგმართავთ, ჩემი ნამეგობრალები ხართ. ჩემდა სამწუხაროდ, რომ მეგობრები იყავით. ვინც ამას კადრულობთ, მე კი არ მოგთხოვთ პასუხს, ცხოვრება მოგთხოვთ, რასაც თქვენ კადრულობთ ჩემზე”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.