ოპოზიცია ითხოვს, რომ გაუქმდეს ყველანაირი მოლაპარაკებები, დაიხუროს რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის

ოპოზიცია ითხოვს, რომ გაუქმდეს ყველანაირი მოლაპარაკებები, დაიხუროს რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის

ოპოზიცია ითხოვს, რომ გაუქმდეს ყველანაირი მოლაპარაკებები, დაიხუროს რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის, გარკვეული პრობლემები შეექმნას ადამიანებს ვინც ამ ბიზნესშია ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ვიღაცას ეჩვენება, რომ ეს სხდომა არ უნდა იყოს დახურულ ფორმატში, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს. პასუხები იყო ძალიან საინტერესო, ამომწურავი ხანდახან ვრცელიც კი, მე ვფქრობ, რომ სწორედ ეს არის ის მასალა, რომელსაც ღებულობს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, თუნდაც ხელისუფლება შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად. ოპოზიციისთვის ეს როგორც ყოველთვის არის ტრიბუნა, სადაც შეუძლიათ, იქილიკონ, იჩხუბონ ყურადღება მიიქციონ დადგან პოლიტიკური შოუ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ კომპონენტებისა, საინტერესო იყო განხილვა. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. ოპოზიცია ითხოვს, რომ გაუქმდეს ყველანაირი მოლაპარაკებები, რომ დაიხუროს რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის გარკვეული პრობლემები შეექმნას ადამიანებს ვინც ამ ბიზნესშია ჩართული. ოპოზიცია ითხოვს, რომ ყველანაირი მოლაპარაკებები შეწყდეს თუკი ეს თუნდაც საქართველოს უსაფრთხოების თემებთან არის დაკავშირებული და თუნდაც ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს ამასთან დაკავშირებით პოზიტიური შეხედულება ჰქონდეს – მე ვფიქრობ რომ არასწორია”, – განაცხადა ვოლსკიმ.