“ხაზარაძე შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს”

“ხაზარაძე შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს”

"როდესაც ბიზნესი ეჯახება ხელისუფლებას, რეალურად ხდება, ის, რომ იწყებს მოძრაობას პოლიტიკისკენ. თუ ხაზარაძე ანაკლიის პორტსაც ჩამოაცილეს, გამორიცხული არ არის, რომ პოლიტიკაში წავიდეს.

"რამდენად აქვს ამის რესურსი, შექმნას ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის შიმშილიც არის საზოგადოებაში, ამას მომავალი გვიჩვენებს" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას.

ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" საქმეზე მამუკა ხაზარაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. იგი უნდობლობას უცხადებს ევრონული ბანკის ხელმძღვანეობას და მათი პასუხმსგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

მისი განცხადებით, ასეთი შეტევა "თიბის ბანკს" 27 წლის განმავლობაში არ ჰქონია და ამდენ უწყებას ერთდროულად არ შეუმოწმებია. იგი დარწმუნებულია, რომ "თიბისი ბანკის " წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს.

"ეს პროცესი ასე რომ არ დასრულდებოდა, თავიდნვე ცხადი იყო, რადგან იყო კითხვის ნიშნები: რატომ დაიწყო გამოძიება 11 წლის დაგვიანებით? ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმაც იცოდა და როცა დასჭირდათ მაშინ წამოწიეს?

"ამ საქმესთან დაკავშირებით ღრმად ჩახედული არ გახლავართ და ვერ გეტყვით რა სამათლებრივი ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს. თუმცა, როგორც პოლიტოლოგი, ვერსიების დონეზე არ გამოვრიცხავ, რომ თუ ხაზარაძე ანაკლიის პორტსაც ჩამოაშორეს იგი პოლიტიკაში წავიდეს.

"ისე, როცა ბიზნესი ეჯახება ხელისუფლებას პოლიტიკისკან იწყებს მოძრაობას. შეიძლება ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას, მესამე პოლიტიკური ძალა, რომლის შიმშილიც არის საზოგადოებაში. მაგრამ ამის გაკეთებას ძალიან ჭკვიანური ნაბიჯები სჭირდება და მომავალი პოლიტიკური ლიდერი უნდა აკამაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომელსაც დღეს საზოგადოება პოლიტიკური ლიდერისგან ელის.

"ხაზარაძეს აქვს გამოცდილებაც, ფულიც, არის პროდასავლური, დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან, მოკლედ, პოლიტიკური ლიდერის მთელი თაიგული, მაგრამ ჰყავს თუ არა მას გუნდი და რა ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ ჯერ არ ვიცით.

"რაც შეეხება განცხადებას, რომელიც მან პარლამენტში გააკეთა მუქარის წერილთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, მიიღო ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან არჩევნების მეორე ტურის წინ, თუ მას ეს წერილი მართლაც აქვს, მაშინ უნდა წარმოადინოს, საზოგადოება რომ მის სიმართლებში დარწმუნდეს.

"თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს უფრო პიარ სვლაა, მეტი ინტერსი რომ გაჩნდეს, რა წერია ამ წერილში? ხაზარაძე კი მუდმივად მედიის ყურადღების ქვეშ იყოს, ანუ პროცესი დროში გაიწელოს.

"ხაზარაძის საქმისადმი ოპოზიციის ასეთ განწყობას, რომ მის მოთხოვნებს იზიარებს, ეს ბუნებრივიცაა, ოპოზიციას აწყობს, რაც მეტი ძალა დაუპირისპირდება ხელისუფლებას.

"ჯერ, ვიდრე ხაზარაძე პოლიტიკაში არ წასულა, იგი პოტენციურ კონკურენტად განიხილება, მაგრამ, თუ სერიოზულად გადაწყვიტა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, ოპოზიციისთვის რეალური კონკურენტი იქნება.

"არ ვიცი, შეიძლება ამ სცენარს ვიღაცა წერს, ან პროცესები თავისთავად მიდის, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენა პოლიტიკურ ველს გააჯანსაღებს. ოღონდ, ეს ძალა "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" დამოკიდებლად უნდა შეიქმნას, რათა საზოგადოების მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.