გიგი უგულავა მამუკა ხაზარაძის განცხადებებს ეხმაურება:
მამუკა ხაზარაძე იყო აშკარად გულწრფელი და თქვა ბევრი გამაოგნებლი რამ. დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა- დაჭერები. ბრძოლა იქნება ხანგრძლივი! ამიტომ, ადრე რატომ ამოიღე ხმა/იმათ რატომ იცავდი და ასე შემდეგ ახლა არარელევანტურია. სამი ერთმანეთის თანმიმდევრული ამოცანა უნდა გვქონდეს.
- კობა გვენეტაძე უნდა ჩამოშორდეს ეროვნულ ბანკს. ის არაა ივანიშვილის საფლავის ქვის მეგობარი და როგორც კი გადადგება მოუწევს საუბარი- რატომ დაახურდავა საკუთარი თავი. არის ეჭვი რომ მას აშანტაჟებენ.
- გიორგი გახარია არის არა შსს მინისტრი არამედ Fixer "დამლაგებელი". მას დავიბარებთ პარლამენტში. ამ გადმოსახედიდან გარდაუვალია მისი გადაყენება.
- პარალელურად უნდა შეიქმნას TBC საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია. პროკურატურამ ნდობა სრულად დაკარგა.
ოცნებაში დუღილის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი მათ ჩამოშლას ნიშნავს. ამიტომ უკვე დროა მოვემზადოთ არჩევნებისთვის.