“თიბისი” ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მუქარის წერილი გიორგი გახარიამ გაუგზავნა, შს მინისტრმა განცხადება გააკეთა.
“ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში, ყველას, მათ შორის მათ, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს შანტაჟის ენით საუბარი. ყველას მოიწევს პასუხი აგოს, თავის ვალდებულებებზე და სიტყვებზე. სხვა ყველაფერი არის ტყუილი!
რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ. ამ საქმეზეც, დიდი სიამოვნებით მივალ”, – განაცხადა გახარიამ.